ეს დოკუმენტი წარმოადგენს რეკომენდაციებს წმენდისა და დეზინფექციისა არასამედიცინო მომსახურების პირობებისთვის, რათა შემცირებული იქნას პიროვნებიდან პიროვნების დაინფიცირება COVID-19–ით.
ნიუ–იორკში COVID-19–ით დაინფიცირებული ფართოდ გავრცელებული საზოგადოებაა. საზოგადოების დაინფიცირება ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსი ნიუ–იორკში ტრიალებს და ყველა უნდა მოიქცეს ისე თითქოს ყველა დაუცველია. COVID-19 არის რესპირატორული დაავადება გამოწვეული ახალი კორონავირუსისგან. სიმპტომების დიაპაზონი მერყეობს მარტივი სიმპტომებიდან, როგორიცაა ყელის ტკივილი, მძიმემდე, როგორიცა პნევნომია. მეტწილ ხალხს არ დასჭირდება სამედიცინო დახმარება სიმპტომებისთვის. საუკეთესო წინაპირობაა სახლში დარჩენა რამდენადაც შესაძლებელია ავად ყოფნა ან არ ყოფნისასაც.ჩვენ ერთად შეგვიძლია შევამციროთ გავრცელება და დავიცვათ ისინი ვინც დიდ რისკქვეშაა და აღენიშნება მძიმე ავადმყოფობა და ჩვენი მედიკოსებიც ავად გახდომისგან.
ზედაპირების შესაბამისი წმენდითი და დეზინფექციის მეთოდების რუტინული წმენდით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ COVID-19–ის გავრცელება. არასამედიცინო დაწესებულებებში განსაკუთრებით უნდა კონტროლდებოდეს რუტინული წმენდა და დეზინფექცია ზედაპირებისა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხშირად გამოყენებად ზედაპირებსა და ნივთებს.
რეგულარულად გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ხშირად შეხებად ზედაპირებს
ხშირად გამოყენებადი ზედაპირები და ნივთები განსხვავდება ლოკაციით. მაგალითად სახელურები, ჩამრთველები, მოაჯირები, სამზარეულოს ინვენტარი, დახლები, უჯრების სახელურები, მაგიდები, ნიჟარები, ონკანები, უნიტაზის სახელური, ფანტანები, ლიფტის ღილაკები, ტელეფონები, გასაღები და დისტანციური გადამცემი.
სამუშაო სივრცის წმენდისას დარწმუნდით, რომ დეზინფექციას უკეთებთ ხშირად გამოყენებად ზედაპირებსა და ნივთებს, როგორიცაა მერხები,სკამები,ტელეფონები,პრინტერები, კლავიატურები და მაუსები.
მანქანების წმენდისას განსაკუთრებული ყურადრება მიაქციეთ ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან მგზავრები, მაგალითად კარის სახელურები, ფანჯრის ღილაკები, ჩამკეტები, ხელის დასადები, სალონი და ღვედი.ასევე გაწმინდეთ ზედაპირები რომლებსაც, ხშირად ეხებით, როგორიცაა საჭე, რადიოს ღილაკები და ჭიქის სათავსოები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს nyc.gov/health/coronavirus და მოძებნეთ “Guidance for Vehicle Operators” გვერდზე Business and Other Facilities.
საკვები დაწესებულებების წმენდისას განსაკუთრებული ყურადრება მიაქციეთ სალაროებს, საკვებს, დახლებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: nyc.gov/health/coronavirus, შემდეგ “Business and Non-Health Care Settings Guidance" და მოიძიეთ გვერდი Business and Other Facilities .
მოაშორეთ ხილული ჭუჭყი დეზინფექტანტის გამოყენებამდე. ზედაპირების დეზინფექცირებისას ქრება ბაქტერიების უმრავლესობა და ყველაზე ეფექტური საშუალებაა ზედაპირებისა და ნივთების გასაპრიალებლად. კორონავირუსი შედარებით მარტივად განადგურებადია დეზინფექტანტების უმეტესობის გამოყენებით. როდესაც იყენებთ სადეზინფექციო პროდუქტს, აუცილებლად წაიკითხეთ და მიჰყევით მწარმოებლის მითითებებს. მომსახურე პერსონალი აუცილებლად უნდა მიჰყვეს ეტიკეტს და არსებულ პროცედურებს ხელთათმანისა და სხვა პერსონალური დამცველობითი აღჭურვილობის გამოყენების შესახებ.გადაყარეთ ხელთათმანები ყოველი გამოყენების შემდეგ.
თუ ზედაპირი არის შესამჩნევად ჭუჭყიანი, პირველ რიგში გაწმინდეთ რეგულარული საწმენდი საშუალებით, მაგალითად საპნიანი წყალი მაგიდის ან მობილურის ჩასადების გასაწმენდად.
დეზინფექცია:
გასუფთავებული ზედაპირის ან საგნის დეზინფექციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ რეგულარული სადეზინფექციო პროდუქტი(მათეთრებელი,პეროქსიდი ან ალკოჰოლის შემცველი დეზინფექციის საშუალება) ან გამოიყენეთ დეზინფექტანტი, რომელიც რეგისტრირებულია ნიუ–იურკის შტატში და დამოწმებულია გარემოს დაცვის სააგენტოს(EPA) მიერ. ეწვიეთ საიტს dec.ny.gov/docs/materials_minerals_pdf/covid19.pdf იმ პროდუქტა ჩამონათვალისთვის, რომელიც ეფექტურია COVID-19–ის წინააღმდეგ.
ასევე შეგიძიათ გამოიყენოთ განზავებული სახლის მათეთრებელი თუ ზედაპირთან თავსებადია. მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციას გამოყენებისა და სწორი ვენტილაციისთვის. შეამოწმეთ პროდუქტის ვადა. მათეთრებელი ხსნარის დასამზადებლად 4 ჩაის კოვზ მათეთრებელს დაუმატეთ 1 ლიტრი წყალი. ხსნარი დაამზადეთ ყოველდღიურად ან საჭიროების შემთხვევაში. არასდროს შეურიოთ სახლის მატეთრებელი ხსნარი ამიაკს ან სხვა გამწმენდ საშუალებებს.
ასევე შეგიძლიათ დეზინფექციისთვის გამოიყენოთ ნებისმიერი ხსნარი მინიმუმ 70% ალკოჰოლის შემცველობით. ზედმიწევნით გაწმინდეთ ზედაპირი ან ნივთი ხსნარის გამოყენებით და აცადეთ გაშრობა.
ტანსაცმლისთვის, პირსახოცებისთვის, თეთრეულისა და სხვა ნივთებისთვი,რომლებსაც ვრეცხავთ, გარეცხეთ შეძლებისდაგვარად ყველაზე თბილ პირობებში სარეცხი საშუალების გამოყენებით და აცადეთ ბოლომდე გაშრობა. არ „ჩაიხუტოთ“ ან გაფერთხოთ ჭუჭყიანი სარეცხი გარეცხვამდე, რათა თავიდან აირიდოთ ვირუსის ან სხვა გაქტერიისა და ჭუჭყის გავრცელება.ავადმყოფის სარეცხის სხვა სარეცხთან ერთად გარეცხვა დასაშვებია.
სხვა რბილი ნივთების გარეცხვისას,როგორიცაა ხალიჩა, ფარდები და რბილ საგებიანი სკამები, მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციას ან იხმარეთ სპეციალურად შესაბამისი ქსოვილის სარეცხი საშუალება. მაგალითად, გამოიყენეთ ორთქლით წმენდა ან დეზინფექტანტი ნიუ–იორკის შტატის დეზინფექტანტების ჩამონათვალიდან, რომლებიც ქსოვილებისთვის მოხმარებადია.
მეურვეებმა და დაწესებულების მომსახურე პერსონალმა უნდა უზრუნველჰყოს ყველა ხელისდასაბან ნიჟარაში სუფთა წყლის, საპნისა და ქაღალდის რესურსები.
საზოგადო ადგილებში თან იქონიეთ ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო სითხე, რათა შეინარჩუნოთ ხელის ჰიგიენა.
ინჟინრებმა უნდა უზრუნველჰყონ სავენტილაციო სისტემის გამართვა და პროტოკოლით დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილონ დახურული სივრცის ჰაერისთვის. თუ შესაძლებელია სასურველია საზოგადო ადგილებში ვენტილაციის გაუმჯობესება და შემომავალი ჰაერის გაზრდა.
საზოგადო სივრცეში გააპიარეთ „შეაჩერეთ კორონავირუსის გავრცელება“. ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე საიტზე nyc.gov/health/coronavirus.
თქვენ და თქვენ მოხელეებს ან თანამშრომლებს შეგიძლიათ შეიმუშავოთ მნიშვნელოვანი პრევენციული მეთოდები, რათა თავი დაიცვათ და შეამციროთ COVID-19–ის გავრცელება. ყველა უნდა დამორჩილდეს პრევენციულ ღონისძიებებს სახლში და სამსახურში ყოფნისას, მაგალითად, როგორიცაა ჯანსაღი პერსონალური ჰიგიენის შენარჩუნება და ხალხთან ახლოს კონტაქტისგან თავის არიდება.
დაიბანეთ ხელები ხშირად საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში. საპონისა და წყლის მიუწვდომლობის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო სითხე. აუცილებელად დაიბანეთ ხელები შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც ვერ იცავთ დისტანციას, გაიკეთეთ სახის დამცავი. სახის დამცავი შეიძლება იყოს ნებისმიერი სუფთა ქაღალდი ან ქსოვილი,რომელიც დაიცავს ცხვირსა და პირს. არსებითი მნიშვნელობა აქვს,რომ მომსახურე პერსონალმა სახის დამცავის კეთებისასაც შეძლებისდაგვარად დაიცვას ფიზიკური დისტანცია,2 მეტრი და ხელის ჰიგიენა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს nyc.gov/health/coronavirus და მოძებნეთ “FAQ About Face Coverings.”
COVID-19 –ის შესახებ ზოგადი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს nyc.gov/health/coronavirus. სიახლეებისთვის გააგზავნეთ სატელეფონო შეტყობინება 692–692 მისამართზე ტექსტით “COVID”. მესიჯისა და მონაცემების ფასი შეიძლება დაგეკისროთ.
ნიუ–იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა შეიძლება შეცვალოს რეკომენდაციები სიტუაციიდან გამომდინარე.
თბილისი, ვაშლიჯვარი, მე-7 ბ კორპუსი
info@ymed.ge
ორშაბათი - კვირა: 10:00 - დან 18:00 - მდე