კორონავირუსების ჯგუფი დაავადების გამომწვევი ვირუსების დიდი ოჯახია, რომელთაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ ადამიანებსა და ცხოველებში.
ახალი კორონავირუსი (COVID-19) არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება, პირველად 2019 წელს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.
ახალი კორონავირუსი (COVID-19) ადამიანიდან ადამიანზე ახლო მანძილზე ვრცელდება, როგორც სხვა რესპირაციული დაავადებები, მაგალითად გრიპი. დაავადების გადაცემა შესაძლოა მოხდეს დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი წვეთის სხვა ადამიანის ლორწოვანზე მოხვედრით.მეცნიერთა მოსაზრებით ხველის ან ცემინების დროს გამოყოფილ წვეთს რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე გავრცელება შეუძლია. შესაძლებელია, ეს წვეთები სხვა ადამიანს ან პირდაპირი კონტაქტის გზით შეხვდეს და დააინფიციროს სუბიექტი, თუ იგი ხელით შეეხება დაბინძურებულ ზედაპირს.
ახალი კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი 2-დან 14 დღემდე პერიოდს მოიცავს. ახალი კორონა ვირუსით შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს. დაავადების გართულების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანში შესული ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც სხვა თანმხლები დაავადებები აწუხებთ, როგორებიცაა ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს ყველა ასაკის ადამიანს, რომ ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, მკაცრად დაიცვან ჰიგიენის წესები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან კორონავირუსის წინააღმდეგ შესაბამისი მედიკამენტებისა და ვაქცინის შესაქმნელად.
ახალი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ რესპირაციული დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა:
დაწესებულების მენეჯმენტმა პერიოდულად უნდა მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ახალ კორონავირუსზე და მის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ზომების შესახებ ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორებს, დასუფთავების პერსონალის ჩათვლით. პერსონალში კორონავირუსის გავრცელების რისკი მცირდება თუ ყველა თანამშრომელი დაიცავს ზოგადი ჰიგიენის ნორმებს. აუცილებელია სამუშაო ადგილების და სხვა სივრცეების სისტემატური დეზინფექცია და სისუფთავის ნორმების დაცვა.
შემდეგ დაწესებულებებში, როგორიცაა განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, სპორტული/გამაჯანსაღებელი ცენტრები, კულტურული/გასართობი დაწესებულებები, სატრანსპორტო საშუალებები, საქმიანობის სპეციფიკის და მომხმარებლების დიდი ნაკადის გათვალისწინებით უნდა მოხდეს სივრცის ხშირი განიავება, ასევე, არ არის რეკომენდირებული კონდიციონერების გამოყენება, ამასთან, საგულისხმოა ჰიგიენის ნორმების გამკაცრება დასუფთავება/დეზინფექციის მიმართულებით:
დასუფთავების პერსონალმა სამუშაოს შესრულების დროს უნდა გამოიყენონ ხელთათმანები და სპირტის შემცვლელი ხსნარი, დამატებით ატარონ ნიღბები. პერსონალმა უნდა მოახდინოს შემდეგი ინვენტარის და სივრცეების სისტემატური დასუფთავება.
აუცილებელია, ყოველი დასუფთავება/დეზინფექციის პროცესის შემდეგ მოხდეს ხელთათმანების გამოცვლა და ხელების დაბანა/დამუშავება.
პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს ახალი კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირებთან, და შეატყობინოს სპეციალურ უწყებებს აღნიშნული შემთხვევების შესახებ.
თბილისი, ვაშლიჯვარი, მე-7 ბ კორპუსი
info@ymed.ge
ორშაბათი - კვირა: 10:00 - დან 18:00 - მდე